Wednesday, June 15, 2011

picasa

ვახტანგ ჭაბუკიანი

       დაიბადა თბილისში ქალაქელი ხელოსნის ოჯახში. მამა, მიხეილი, სოფელ დიღმიდან იყო წარმოშობით; დედა - ელენე ფილიახი-ჭაბუკიანი - ქალაქ რიგიდან. ჰყავდა სამი და (ეკატერინე, მარიამი და ელენე) და ერთი ძმა (კონსტანტინე). ბავშვობა სიღარიბეში გაატარა. სწავლობდა ვერის მესამე დაწყებით სკოლაში და ამავე დროს მარია შევალიეს ინდუსტრიულ სკოლაში შეგირდად მუშაობდა. 1924 წელს დაამთავრა პერინის სახელობის საბალეტო სტუდია, შემდეგ კი თბილისის  ფალიაშვილის სახელმწიფო აკადემიური ოპერისა და ბალეტის ტეატრში დაიწყო მუშაობა.
      1926 წელს ლენინგრადში გადადის. ქორეოგრაფიული სასწავლებლის დამთავრების შემდეგ ლენინგრადის ოპერისა და ბალეტის არტისტად მუშაობდა. აქ ის კლასიკურ რეპერტუარში წამყვან პარტიებს ასრულებდა. 1930 წლის 16 მარტს პ.ჩაიკოვსკის "გედის ტბა"–ში ზიგფრიდის მთავარ პარტიას ასრულებს. ოდეტას პარტიის ერთ–ერთი საუკეთესო შემსრულებელი გალინა ულანოვა  წერდა: "ისეთი პარტნიორი, როგორიცაა სერგეეევი , ჩემს საცეკვაო ინტერპრიტაციაში ოდეტას სახეს ლირიზმს მატებდა, ხოლო ჭაბუკიანი - ტემპერამენტს". 1930წლის 19 ნოემბერს მას დაეკისრალუდვიგ მინკუსის" დონ-კიხოტში" ბაზილის პარტია. მისმა პირველმა გამოსვლამ ლენინგრადის მოსახლეობა განაცვიფრა. "დონ კიხოტ"–მა მას სახელი გაუთქვა მთელსსრკ–ში. ამის შემდეგ იწყება ჭაბუკიანის გასტროლები საქართველოში და საზღვარგარეთ. 1932 წელს იგი აშშ-შიმიიწვიეს. გამგზავრებამდე მან და მისმა პარტნიორმა ვეჩესლოვამ კონცერტები გამართეს ლატვიასა და ესტონეტში. პროგრამაში იყო დუეტები სპექტაკლებიდან: "პარიზის ალი", "კორსარი", "დონ კიხოტი"; აგრეთვე საკონცერტო ნომრები ჭაბუკიანის დადგმით.
1938 წლის ივნისში კიროვის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე წარმოდგენილი იქნა სახეშეცვლილი "მზეჭაბუკის" პრემიერა. მისი ახალი სახელია "მთების გული". 1939 წელს სსრკ–ის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით მას წითელი დროშის ორდენი გადასცეს და დამსახურებული არტისტის წოდება მიანიჭეს. მისმა დადგმებმა განსაკუთრებული შესაძლებლობები გაუხსნა მამაკაცის პარტიებს.
1941 წლიდან მოღვაწეობდა თბილისში, სადაც თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში მუშაობდა ბალეტმაისტერად.1942 წლის 8 მარტს ჭაბუკიანმა " შარლ გუნოს ფაუსტში" "ვალპურგის ღამე" დადგა, ხოლო 1945 წელს "გედის ტბა". 1947 წლის 12 თებერვალს დადგა გრ. კილაძის ბალეტი "სინათლე" (4 მოქმედებიანი), რომელსაც საფუძვლად დაედო ი. გედევანიშვილის ამავე სახელწოდების პიესა. 1950 წელს დაიწყო გასტროლები, კერძოდ კისოჭში, სადაც პირველად იქნა ნაჩვენები ჭაბუკიანის მიერ დადგმული სპექტაკლი "გორდა".
1958 წლის 12 მარტს მოსკოვში ქართული ხელოვმებისა და ლიტერატურის დეკადა დაიწყო.დიდ თეატრში "ოტელოს" პრემიერა შედგა. ეს იყო ქართული ხელოვნების ტრიუმფი. მაია პლისეცკაია  წერდა: “ვახტანგ ჭაბუკიანის მიერ განსახიერებული მავრი შეუდარებელია. მისი ოტელო უდიდეს უბრალოებას, სისადავეს და სიბრძნესთან შეხამებულ ბავშვურ გულუბრყვილობას გამოხატავს. დიდების ღირსია ქართველი ხალხი, რომელმაც შექმნა ასეთი მაღალნიჭიერი, მარად დასამახსოვრებელი ბალეტი”. 1961 წელს ჭაბუკიანმა განახორციელა მორის ლაველის ბალეტი "ბოლერო". 1967 წელს ჭაბუკიანის ახალი ბალეტი ფ. ღლონტის "განთიადი" შეიქმნა. 1980 წელსბეთჰოვენის მუსიკაზე ჭაბუკიანმა შექმნა ერთაქტიანი ბალეტი "აპასიონატა". 1951-1973 წლებში ვახტანგ ჭაბუკიანი ხელმძღვანელობდა თბილისის ქორეოგრაფიულ სასწავლებელს.1982 წლიდან არის სასწავლებლის მთავარი კონსულტანტი. აგრეთვე კლასიკური ცეკვის წამყვანი პედაგოგი ოპერისა და ბალეტის თეატრში და სასწავლებელში.
       ვ. ჭაბუკიანის ცხოვრება წარმოუდგენელია ახალგაზრდობის გარეშე. ბრწყინვალე პედაგოგი, ახალგაზრდა თაობების აღმზრდელი, მთელი ქართული საბალეტო სკოლის შემქმნელი, იგი ზრდის არა მხოლოდ ქორეოგრაფიული სტუდიის ფარგლებში, არამედ, უპირველეს ყოვლისა, თავისი სპექტაკლების დადგმის დროსაც. მისი მოსწავლე–სტუდენტები არიან: ნინო ანანიაშვილი, ირმა ნიორაძე, ნიკა ცისკარიძე, იგორ ზელენსკი, აგრეთვე დათო მახათლი, ელენე გლურჯიძე,ლლალი კანდელაკი. "ჩემი პრინციპი უცვლელია, – ამბობდა ვ. ჭაბუკიანი, – ქართული კლასიკური ბალეტი უნდა ემყარებოდეს ეროვნულ ძირებს, ხალხური შემოქმედების ელემენტები ორგანულად უნდა ერწყმოდეს კლასიკას; ოღონდ აქ დიდი სიფრთხილეა საჭირო: აუცილებელია პროპორციების სათანადო განაწილება და მათი მკაცრად დაცვა..."
      1990 წელს თბილისის ზ. ფალიაშვილის სახ. ოპერისა და ბალეტის ტეატრში ვ. ჭაბუკიანის 80 წლისთავისადმი მიძღვნილი იუბილე გაიმართა. გაზეთ "თბილისში" იოსებ ჭუმბურიძე წერდა: "შაბათ საღამოს ვახტანგ ჭაბუკიანს უშურველად მიაგო მშობელმა ერმა ზღვა სიყვარული და თაყვანისცემა. ხელოვნებაში მის მოღვაწეობას უკვე ოფიციალურად დაერქვა გმირობა". გიგა ლორთქიფანიძემ კი ასე განაცხადა: "დადგა დრო, ხმამაღლა ვთქვათ, რომ ქართულ თეატრალურ ხელოვნებას ჰყავს სამი საოცარი პიროვნება –კოტე მარჯანიშვილი, სანდრო ახმეტელი და ვახტანგ ჭაბუკიანი... ვახტანგ ჭაბუკიანმა სამადლობელო გვითხრა და კიდევ ერთი საოცარი ფრაზა: 'მე მგონია რომ რაღაც გავაკეთე'. როგორ გვჭირდება დღეს მაღალთა თავმდაბლობის ასეთი მაგალითები!..."

     ვახტანგ ჭაბუკიანი გარდაიცვალა 1992 წ. 6 აპრილს, ქ. თბილისში. იგი დაკრძალულია მთაწმინდის ქათველ მწერალთა და საზოგადო მოგვაწეთა პანტეონში.

ბალეტი

      ბალეტი ჩაისახა აღორძინების ეპოქაში იტალიაში (მე-16 ს.) თავდაპირველად როგორც საცეკვაო სცენა მუსიკალური წარმოდგენისათვის,ოპერისათვის. აქედან იგი საფრანგეთში გავრცელდა და სამეფო დღესასწაულების მდიდრულ სანახაობად გადაიქცა. პირველი ბალეტების ("დედოფლის კომედიური ბალეტი"1581) მუსიკალურ საფუძველს წარმოადგენდა ხალხური და სამეფო კარის ცეკვები. მე-17 საუკუნის მეორე ნახევარში ახალი თეატრალური ჟანრები, როგორებიცაა კომედია-ბალეტი, ოპერა-ბალეტი, რომელშიც დიდი ადგილი ეთმობა საბალეტო მუსიკას და მის დრამატიზებას. მაგრამ სცენური ხელოვნების დამოუკიდებელ სახედ ბალეტი მე-18 საუკუნის მეორე ნახევრიდან გვევლინება ცნობილი ფრანგი ბალეტმაისტერის ჟ.ჟ.ნოვერის წყალობით. ფრანგი განმანათლებლების ესთეტიკაზე დაყრდნობით მან შექმნა სპექტაკლი, რომელშიც შინაარსი გადმოიცემა დრამატულ-პლასტიკურ სახეებში და ამკვიდრებს მუსიკის აქტიურ როლს.


ბალეტის შემდგომი განვითარება რომანტიზნის ეპოქაზე მოდის. ჯერ კიდევ მე-18 საუკუნის 30-იან წლებში ფრანგმა ბალერინამ კამარგომ დაამოკლა ქვედაბოლო და უარი თქვა ქუსლებიან ფეხსაცმელზე. ამან საბალეტო კოსტიუმი მსუბუქი და თავისუფალი გახადა, რამაც დიდად შეუწყო ხელი ცეკვის ტექნიკის სწრაფ განვითარებას.რუსეთის იმპერიაში  ბალეტი შემოსვლას ჯერ კიდევპეტრე პირველის დროს იწყებს, საიდანაც ის საქართველოში გავრცელდა.

ლათინო-ამერიკული ცეკვები

     ალბათ ყველას გექნებათ გაგონილი ლათინო ამერიკული ცეკვების შესახებ.. ეს არის მსოფლიოში ერთ ერთი ყველაზე ლამაზი სპორტის სახეობა. ეს ცეკვები გამორჩეულია თავისი რიტმებით, მუსიკით, მოძრაობებით, ვარიაციებით .. მათ შორის ყველაზე ვნებიანი კი არის კუბური ცეკვა „რუმბა“ რომელსაც სიყვარულის ცეკვას უწოდებენ. თავისი ენერგიულობით და რიტმებით კი შეუდარებელია ბრაზილიური „სამბა“.. საქართველოში ეს ცეკვები საკმაოდ პოპულარულია, თუმცა ბევრი ფიქრობს, რომ ქართველ კაცს არ უხდება ესეთი ცეკვების შესრულება, მე პირადად არ ვეთანხმები ამ აზრს, რადგან ვფიქრობ რომ ამ ცეკვების შესრულება დიდი ხელოვნებაა, მოცეკვავე წყვილს შეუძლია „ცეცხლი დაანთოს“ საცეკვაო მოედანზე,,, ლათინო-ამერიკულ ცეკვებს შორის გამორჩეულია : ბრაზილიური-სამბა, კუბური-რუმბა, კუბური-ჩა-ჩა-ჩა, ამერიკული-ჯაივი და ესპანური პასადობლი. ასევე ყველასათვის საყვარელი ცეკვაა არგენტინული „ტანგო“..



 




მუცლის ცეკვა

აღმოსავლური ცეკვა

     მუცლის ცეკვამ მთელი მსოფლიოს ქალებში პოპულარობა რამოდენიმე მიზეზის გამო მოიპოვა:
არაბულ ქვეყნებში ყველა ცეკვას საფუძვლად უდევს თეძოს მოძრაობები რომელიც ჯანმრთელობისათვის საკმაოდ
მარგებელია და ამასთანავე სექსუალურიცაა.


رقص شرق  - Belly Dance - მუცლის ცეკვა


      მუცლის ცეკვა (ინგლ. belly dance) ცეკვის ამ ტექნიკის დასავლური სახელწოდება ახლო აღმოსავლეთსა და არაბულ ქვეყნებშიც გავრცელდა. არაბულ ენაში ეს ცეკვა ცნობილია Raqs Sharqi( رقص شرقي) -ს სახელოდებით. ხოლო თურქეთში oryantal dansı–დ მოიხსენიებენ. ზემოთხსენებული ცეკვები აგრეთვე ცნობილია აღმოსავლური ცეკვებს სახელწოდებითაც. ასეთი ცეკვები თავისი პლასტიკითა და ელასტიურობით გამოირჩევა. მუცლის ცეკვა ახლო აღმოსავლეთში ინდოეთიდან შემოიტანეს ბოშებმა დაახლოვებით X საუკუნეში და შემდეგ ახლო აღმოსავლეთიდან გავრცელდა მეთელ მსოფლიოში.სწორედ ამის გამოა, რომ ხშირად მუცლის ცეკვას შეცდომით მოიხსენიებენ ახლოაღმოსავლური წარმომავლობის ცეკვად.
დღესდღეობით ის მუცლის ცეკვა, რომელიც ამერიკაში, ევროპასა და ზოგიერთ არაბულ ქვეყანაში სრულდება წარმოადგენს კლასიკური მუცლის ცეკვის კლუბურ ვარიანტს. მუცლის ცეკვამ მთელი მსოფლიოს ქალებში პოპულარობა რამოდენიმე მიზეზის გამო მოიპოვა. არაბულ ქვეყნებში ყველა ცეკვას საფუძვლად უდევს თეძოს მოძრაობები რომელიც ჯანმრთელობისათვის საკმაოდ მარგებელია და ამასთანავე სექსუალურიცაა. ცეკვა აგრეთვე სპორტული ვარჯიშის სახეობაა ქალებისათვის. ამიტომ როგორც ნებისმიერი მძიმე ფიზიკური დატვირთვისას აღმოსავლური ცეკვის დაწყების წინ აუცილებელის მოთელვა და კუნთების გახურება. ეს ცეკვა აგრეთვე ეხმარება ქალებს მუცლისა და თეძოების და მკლავების კუნთების გამაგრებაში ვიდრე ნებისმიერი ვარჯიში აღმოსავლური ცეკვის პლასტიკა და მისი გრაციოზულობა რომელიც თანამედროვე კლუბური ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა, დიდ შთაბეჭდილებას ახდენს მნახველზე და ქალურობისა და მომხიბვლელობის გამოხატულებად მიიჩნევა.


رقص شرق  - Belly Dance - მუცლის ცეკვა
მუცლის ცეკვის შემდეგი სახეობები არსებობს :


    ეგვიპტური Raks Sharqi ერთ-ერთი ყველაზე თამამი შესრულების მანერით გამოირჩევა და როგორც წესი ეგვიპტური მუცლის ცეკვის შესრულებისას მაკსუმის რიტმი გამოიყენება.
    თურქული_ მუცლის ცეკვის ამ სახეობაში უფრო მეტად სხეულის ქვედა ნაწილის მოძრაობები ფიგურირებს.
    სპარსული_ (რაკს –ე –არაბი) დელეკატურობის ჩარჩოებში მოქცეული სექსუალური ცეკვაა, უმეტესწილად შედგება თავისა და ხელის მოძრაობებისაგან.
    არაბული_ არაბული სამყაროს კანონებმა ცეკვა განდევნეს, და მხოლოდ ქალთა საზოგადოებაში ასრულებენ, რაც მას განვითარების საშუალებას არ აძლევს. შესრულების მანერით ძალიან გავსმუცლის ცეკვის სპარსულ სტილს.
  ბერძნული-(ანატოლიკო ჰორო) პრაქტიკულად არაფრით ჰგავს ტრადიციულ აღმოსავლურ ცეკვას.
   სადი_ მწყემსის ცეკვა.
  ხალიჯი- ამ ცეკვაში უმთავრესად გამოყენებულია თავის ხელებისა და მკერდის მოძრაობები.
იმ დროიდან, როდესაც არსებობდნენ ეგვიპტური, რომაული და ბერძნული უძველესი ცივილიზაციები არაერთი საილუსტრაციო მასალაა შემორჩენილი რომელიც გვეხმარება გავიგოთ თუ როგორი იყო მუცლის ცეკვა ძველად. სამწუხაროდ მხოლოდ XVIII საუკუნიდანაა მოხსენიებული იმდროინდელ მოგზაურთა წერილობით წყაროებში აღმოსავლური ცეკვები. ამ წყაროებში ნათქვამია, რომ შუა აღმოსავლეთის ხალხურ ცეკვებს შორის არსებობდა ცეკვა, რომელსაც მხოლოდ ქალები ასრულებდნენ თეძოებისა და მუცლის მოძრაობების გამოყენებით.
    ყველაზე დიდი გავლენა არაბულ მუცლის ცეკვაზე Ghawazee-სა და Baladi –ს სტილმა მოახდინა. Ghawazee-ს სტილი ეგვიპტიდან მომდინარეობს და სამეფო კარზე ქალთა პროფესიონალური ცეკვის მიმდინარეობა გახლდათ. მკვლევარები მიიჩნევენ, რომ ცეკვა ინდური წარმომავლობისა იყო. ეგვიპტელები დარწმუნებულნი არიან იმაში, რომ მუცლის ცეკვა ფარაონებიდან მოდის. თუმცა ცნობილია, რომ აღმოსავლეთში Ghawazee–ს სახელწოდებით ბოშებს მოიხსენიებენ. სწორედ ბოშებმა შეიტანეს ახლო აღმოსავლეთში მუცლის ცეკვა ინდოეთიდან. მოგზაურები მოიხიბლნენ ეგვიპტესა და სპარსეთში ანანხი მუცლის ცეკვით და ეს ცეკვა ევროპაშიც შემოიტანეს.
   Baladi _ნიშნავს სამშობლოს, ან მშობლიურ ქალაქს. ამ ცეკვას ასრულებდნენ უამრავ სოფელში მთელი ეგვიპტის მასშტაბით. უმთავრესად მას ცეკვავდნენ სახლში ქალები-ქალებისათვის. ცეკვის მონახაზი უმეტესწილად თეძოების მოძრაობისაგან შედგებოდა. ხელის მოძრაობები საკმაოდ მარტივი და არასისტემური იყო. ცეკვავდნენ ფეხშიშველნი მთლიანობაში ცეკვა საკმაოდ მძიმე შთაბეჭდილებას ტოვებდა.
მუცლის ცეკვის შესასრულებლად განკუთვნილი კოსტიუმი შედგება ბიუსტჰალტერისგან, ქვედაბოლოსაგან და ბისერებით მორთული სარტყელისაგან. აგრეთვე მანდილითაც ხშირად ასრულებენ მუცლის ცეკვებს, თუმცა მანდილი აუცილებელი კოსტიუმის შემადგენელი ელემენტი არ არის

Wednesday, April 13, 2011

კინტოური

     კინტოური- ქალაქური ტიპის ცეკვათა რიცხვს განეკუთვნება და თავისი არსით ძველი ქალაქის ცხოვრებას ასახავს, თავად ცეკვის სახელწოდება, ძველი თბილისის კოლორიტი წვრილი ვაჭრების, კინტოების სახელს უკავშირდება. მოცეკვავეთა სამოსიც კინტოებისთვის დამახასიათებელია, შავი ატლასიას შარვალ-ხალათი და ვერცხლის ქამარში გაჩრილი აბრეშუმის წითელი ხელსახოცი. კინტოები ამ ხელსახოცებში გამოაკრავდნენ ხოლმე მყიდველის მიერ არჩეულ საქონელს (ძირითადად ხილს ან ბოსტნეულს) ასაწონად. კინტოებისთვის დამახასიათებელი გამჭრიახობა, სიმკვირცხლე და კომუნიკაბელურობა კარგადაა ასახული ”კინტოურის” ქორეოგრაფიულ გადაწყვეტაში.