მთიულური — ქართული ხალხური ცეკვების ჯგუფი, რომლებიც ერთნაირ ტექნოლოგიურ მასალაზე (მრავალფეროვანი ჩაკვრები, ცერილეთები, მუხლილეთები, ბრუნები, ხტომისებური მოძრაობები) არის აგებული. მთიულური ცეკვაც, ხევსურულის მსგავსად მთაში იღებს სათავეს და მისი შინაარსიც სატრფიალო მეტოქეობას ეფუძნება. თუმცაღა განსხვავება ისაა რომ მთიულურში, პაექრობა მოცეკვავეთა ორ ჯგუფს შორის მიმდინარეობს. ეს არის საბრძოლო ხელოვნებისა და ოსტატობის ნამდვილი ზეიმი, რომლის მუსიკალური ზომაც, უმეტეს შემთხვევაშია 2/4.
Wednesday, March 30, 2011
განდაგანა
აჭარული წარმოშობის ცეკვა. ასრულებს ძირითადად ქალ- ვაჟი, თუმცა არსებობს მისი ჯგუფური შესრულების ვარიანტიც. ამ ცეკვის ძირითადი ელემენტებია: ორი დაკვრით გვერდული გადაადგილება, ე.წ ” ჩაკვრის” ტიპის სპეციალური სახასიათო მოძრაობა და სხვა. გამოირჩევა ულამაზესი, მკვეთრი ფერის კოსტიუმებით. შედგება სამი- ნელი, ჩქარი და ისევ ნელი ნაწილისაგან. მუსიკალური ზომაა 6/8.
ქართული ხალხური ცეკვები
ქართული ჩვენს დრომდე მოღწეული რომანტიკული ხასიათის წყვილთა ცეკვებიდადნ უძველესია. ეს ცეკვა ქართული ხალხური ქორეოგრაფიის მწვერვალად შეიძლება ჩაითვალოს, (ძველად იწოდებოდა ,,სადარბაზო’’, ,,სანადიმო’’, ,, საარშიყო’’, ,,დავლური’’, ,,ლეკური’’). ქართული ცეკვა - სადარბაზო, სატრფიალო, საარშიყო, ქალ-ვაჟთა უძველესი, რომანტიკული შინაარსის წყვილური ცეკვაა. ქართული ხალხური ქორეოგრაფიის მწვერვალი ჩაისახა თეატრალიზებული სინთეზური სანახაობის სახიობის წიაღში ( XI-XII სს). თავდაპირველად სრულდებოდა გაცეკვებული დიალოგის სახით. ცეკვა ხუთ ნაწილიანია, ზოგჯერ სრულდება ოთხ ნაწილად. შესრულების აუცილებელი პირობაა - ქალთათვის - სამდაკვრით სვლაზე აგებული გედისებური სინარნარე, ვაჟთათვის - მრავალნაირი გასმები ტანის შეურყევლად. მუსიკალური ზომაა 6/8. ცეკვა ქართულის კლასიკური ნიმუში გვხდება ზაქარია ფალიაშვილის ოპერებში ,,აბესალომ და ეთერი’’ და ,,დაისი’’, დიმიტრი არაყიშვილის ,,თქმულება შოთა რუსთაველზე’’,მელიტონ ბალანჩივაძის ,,დარეჯან ცბიერი’’ და სხვ.
Tuesday, March 29, 2011
ქორეოგრაფია
ქ ო რ ე ო გ რ ა ფ ი ა-ბერძნული სიტყვაა და ცეკვის ჩაწერას ,აღწერას ნიშნავს.(,,ქორეა“-ცეკვა, ,,გრაფია“-აღწერა).
ქორეოგრაფია ადამიანის განვითარების არეულ ეტაპზე დაიბადა,მას საფუძველი პირველყოფილი ადამიანების საზოგადოებაში ჩაეყარა. ცეკვა ეწოდება-პლასტიკურ,რიტმულ მოძრაობათა კომპლექსს,რომელსაც გააჩნია გარკვეული ფორმა,შინაარსი და სრულდება მუსიკის თანხლებით, რომელშიც ადამიანი გამოხატავს სულიერ განცდებს. ცეკვას გააჩნია მყარი სტრუქტურული წყობა. იგი მოიცავს თემას,მუსიკას და მოძრაობას.მათი ურთირთ შერწყმისა და შეკავშირების გზით იქმნება ნებისმიერი საცეკვაო ნომერი. ქორეოგრაფიული სპეციფიკა იმაში გამოიხატება რომ აზრი ,გრძნობა და განცდები მაყურებელს გადაეცემა უსიტყვოდ,მოძრაობითა და მიმიკით.

Subscribe to:
Posts (Atom)